სად გაქრა 23 წლის თამარ კორსანტია გოლდენბერგი? ეთნიკურად ქართველი გოგონას კვალი იმ ფესტივალიდან ქრება, რომელიც ტერორისტების სამიზნე თავდასხმის პირველ დღეებში გახდა. მუსიკალური ღონისძიებიდან ტერორისტებმა ადამიანები გაიტაცეს და აწამეს. მამა შვილს ახლა სწორედ ამ ტერიტორიაზე ეძებს, თუმცა ვერ პოულობს. არსებობს ინფორმაცია, რომ 23 წლის გოგო გატაცებულთა შორისაა.
ისრაელში ომის ეპიცენტრში ჩარჩენილი ქართველები ყოველ დღე ელოდებიან, რომ ამ კოშმარს თავს დააღწევენ. ხელისუფლება ჩარტერული რეისების დანიშვნაზე ისევ არ ფიქრობს. რეგულარულ რეისებზე კი ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდება. ვისაც ყიდვა უნდა, ვერ შოულობს, დანარჩენს კი რეკორდულად გაზრდილი საფასურის გადახდის საშუალება არ აქვთ. „უიმედოდ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების გრძელი რიგი დგას თელავივის აეროპორტში“, – ამბობენ ის ქართველები, რომლებიც ისრაელიდან შესრულებული კიდევ ერთი რეისით თბილისში დღეს ჩამოვიდნენ.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.
იტვირთბა....