ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ახლა ნეიტრალიტეტის დრო არ არის – ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, „ჰამასი“ უნდა დაგმოს“ – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა თელ-ავივში ისრაელელ კოლეგასთან, იოავ გალანტთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ოსტინის თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ ყველამ უნდა დაგმოს. მისივე თქმით, „ჰამასის“ საქმიანობა სისხლისმსმელი და ფანატიკურია, რომელიც მას „ისლამურ სახელმწიფოს“ ახსენებს.

„ახლა ნეიტრალიტეტის, ცრუ ექვივალენტურობის, მიუტევებელი ქმედების პატიების დრო არ არის. ტერორიზმს არასოდეს აქვს გამართლება და ეს განსაკუთრებით ეხება „ჰამასის“ ამ მძვინვარებას. ყველამ, ვისაც სურს ამ რეგიონში მუდმივი მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა დაგმოს „ჰამასი“ და მისი იზოლირება მოახდინოს“, – აღნიშნა ოსტინმა.

იტვირთბა....