„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია სწორედ რადიკალური ოპიზიციის იმედად დაარღვია.
კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე.
„მარტივი სპეკულაციაა, რასაც მათგან ვართ მიჩვეული – უნდათ, თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. სინამდვილეში, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, საარჩევნოდ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე, არჩევნების შემდეგაც. იციან, რომ არჩევნებს წააგებენ, ელოდებიან, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ საუბარი, რომ გაყალბდა, სჭირდებათ პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. ამიტომ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ შეელევა ამ 1 წლის განმავლობაში ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს, დარჩებიან ალიანსში და პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს. მათ მყარი ალიანსი აქვთ, საერთო პატრონი ჰყავთ. სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მის გადაყენებას მხარს არ დაუჭერს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა…
დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციაა – უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ხმების მობილიზებას ვცდილობთ, გამოჩნდება, რომ იქ 89 თუ 88 ხმა იქნება და მერე იტყვიან, ვერ მოახერხესო. ეს ყველაფერი მარტივი სპეკულაციაა. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, როდესაც კენჭისყრა დასრულება, 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება ტაბლოზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

