„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ კომენტარი გააკეთა.
„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება – ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

