რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების დსთ-სთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო უიღბლო მცდელობების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, გადაეწყვიტა ზოგიერთი შიდა პრობლემა ძალის გამოყენებითა და სამხრეთ ოსეთში შეტევით.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და მოლდოვაზე.
„გარკვეული ქვეყნები, რომლებიც ადრე და შეიძლება დღესაც ითვლებიან დსთ-ს შემადგენლობაში, ისინი არ მუშაობენ ამ ფორმატში.
რისი თქმა მინდა – საქართველოს შემთხვევაში ყველაფერი დაიწყო უიღბლო მცდელობების შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, გადაეწყვიტა ზოგიერთი შიდა პრობლემა ძალის გამოყენებითა და სამხრეთ ოსეთში შეტევით. აქედან დაიწყო ყველაფერი და შედეგად ის მოხდა, რაც დადგა ამ ავანტიურის შემდეგ.
უკრაინამ ოდესღაც ხელი მოაწერა ფუძემდებლურ დოკუმენტებს დსთ-ს შესახებ, მაგრამ რეალურად მთელი ფორმატით არ შემოერთებია. უკრაინამ რატიფიკაცია არ გაუკეთა ამ დოკუმენტებს, მან თავიდანვე თავი აარიდა სრულმასშტაბიან თანამშრომლობას.
რაც შეეხება მოლდოვას, ის პრაქტიკულად კარგავს თავის იდენტობას. ამ ქვეყნის ელიტა საერთოდ თვლის რომ ისინი მოლდოველები არ არიან“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, საქართველომ დსთ-ს დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში მიიღო.
თანამეგობრობა ქვეყანამ ოფიციალურად ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვა.
დსთ დატოვა უკრაინამაც 2018 წელს, მოლდოვაში კი ამ მიმართულებით უკვე აქვთ დაწყებული მუშაობა.

