საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე ვერდიქტი 16 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
„დღესაც ვმუშაობთ მთელი დღე და საბოლოოდ დასკვნას ჩამოვაყალიბებთ, რომელიც საქართველოს პარლამენტს უნდა გაეგზავნოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ერთვიან ვადაში. ბოლო თარიღი გადაწყვეტილების პარლამენტში გაგზავნისა არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არის არასამუშაო დღე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლმანეტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება შეიძლება გაიგზავნოს პირველ სამუშო დღეს ანუ ეს არის 16 ოქტომბერი, ორშაბათი. მიზანშეწონილი იქნება ასევე დარბაზში გამოცხადება. ყველა მოსამართლე ამბობს იმას, რომ ქალბატონმა ევა გოცირიძემ ძალიან მოკლე დროში შექმნა ეს ტექსტი. ეს ტექტი არ არის 2 და 3 გვერდი, 50-60 გვერდზე მეტია და ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ თავიანთი კორექტურა შეიტანონ.
არავის შევხვედრილვარ, თქვენ ისეთი ინფორმაციები გაქვთ, რომ ამ ინფორმაცაის აუცილებლად მოიპოვებდით, მაგრამ მსგავის შეხვედრის საჭიროება არ იყო. ჩვენ ყველანაირ კომუნიკაციას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კანონი გვიკრძალავს. შეიძლება ნებისმიერი ადამიანს წინა დღეებში ჰქონდეს აზრი, პოზიცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტებს და საზოგადოებას ეს აზრი წინასწარ გაუზიაროს“, – განაცხადა ტურავამ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევას ედავება. მართველი ძალის მტკიცებით, ზურაბიშვილი დასავლეთის ლიდერებთან შესახვედრად მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.

