Times of israel-ის ცნობით, პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პეკინში ისრაელის საელჩოს თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
უწყებაში აცხადებენ, რომ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.