ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ირანი პატიმრების გაცვლის შეთანხმებით განსაზღვრულ 6 მლრდ დოლარს ჯერ ვერ მიიღებს“ – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე ირანთან პატიმრების გაცვლის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, ირანი პატიმრების გაცვლის შეთანხმებით განსაზღვრულ 6 მლრდ დოლარს ჯერ ვერ მიიღებს.

ირანული ფონდები კატარის ბანკშია განთავსებული და აშშ-ს გადაწყვეტილებით ირანის მხარეს ფულზე წვდომა ჯერჯერობით არ ექნება.

ბლინკენმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ კატარში არსებული ირანული ანგარიშების გაყინვის უფლებას ინარჩუნებს.

შეგახსებთ, გასულ თვეს აშშ-მ ირანიდან რამდენიმე პატიმარი დაიბრუნა, რის სანაცვლოდ გაყინული ანგარიშებიდან 6 მილიარდი აშშ დოლარის დაბრუნების პირობა დადო. თუმცა, შეთანხმების მიხედვით ირანულმა მხარემ აღნიშნული თანხა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს. ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი აუცილებლად დააკვირდება 6 მილიარდი დოლარის განკარგვის პროცესს, რათა ამერიკული მხარე დარწმუნდეს, რომ ფული მართლაც ჰუმანიტარული მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

იტვირთბა....