ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რუსეთში უფასოდ სწავლის სურვილი საქართველოდან 100-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა“ – TASS

რუსული სამთავრობო მედიის – „ტასს“ – ცნობით, საქართველოდან დაახლოებით 100-მდე აბიტურიენტმა შეიტანა განაცხადი 2024 წელს რუსეთის უნივერსიტეტებში უფასო სწავლაზე.

მედია აღნიშნავს, რომ ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაში განუცხადეს.

„დაახლოებით 100 განაცხადი უკვე შემოვიდა“, – განაცხადა სექციის თანამშრომელმა.

მისივე თქმით, წელს კვოტა 200 ადგილია.

საქართველოდან აბიტურიენტებს სთავაზობენ ნებისმიერი უნივერსიტეტის არჩევას, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის [МГУ ], რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის [МГИМО] გარდა.

იტვირთბა....