ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველანაირად დავუჭერთ მხარს… ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო” – ოსტინი

“ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო”, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საუბრობს. მისი თქმით, ამერიკელი სამხედროები ისრაელს უსაფრთხოების დახმარებაზე არანაირ პირობებს არ უყენებენ.

“აღჭურვილობის მიწოდებაზე ჩვენ რაიმე პირობა არ წამოგვიყენებია. ისინი პროფესიონალი სამხედოები არიან, რომლებსაც პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავთ. ვიმედოვნებთ და ველოდებით, რომ ისინი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ისინი რაიმე განსხვავებულს გააკეთებენ. ჩვენ მათ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ იმის გაკეთება, რაც ისრაელის მხარდასაჭერადაა საჭირო. ვეცდებით, ეს უმოკლეს დროში მოხდეს”, – განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

იტვირთბა....