ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვიცი, რომ მთავრობას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება EU-სთან, ნატოსთან, მჭიდროდ ვითანამშრომლებ ამ მიზნის მისაღწევად” – ამერიკის ელჩი

“მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად მეც ვუჭერ მხარს ამ გზას,” – ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგენმა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

დენიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს და დაეხმარება საქართველოს მთავარი მიზნის მიღწევაში. ელჩის თქმით, დაინტერესებულია აშშ-სა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებით.

ძალიან მოხარული ვარ და დიდი პატივია ჩემთვის წარმოვადგენდე პრეზიდენტ ბაიდენს, როგორც შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში. მადლიერი ვარ, რომ მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენის რწმუნებათა სიგელების ასლების გადასაცემად. მოუთმენლად ველი საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით.

მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან და პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად მეც ვუჭერ მხარს ამ გზას. მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად. მოუთმენლად ველი ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მინდა გავიმეორო პრეზიდენტის, ჩემი პრეზიდენტის და სახელმწიფო მდივნის ბლინკენის სამძიმარი ისრაელის ხალხის მიმართ. აშშ და საქართველო ერთად დგას და ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ ამისთვის. ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის,” – განაცხადა ელჩმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალდანიშნულმა ელჩმა, რობინ დანიგენმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

იტვირთბა....