“ახლადდანიშნული ელჩისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე… ველი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას აშშ-სთან”, – ამის შესახებ აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგენთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს.
საქართველოში აშშ-ის ახალდანიშნული ელჩის რობინ დანიგანისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას, – წერს ზურაბიშვილი.