“ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ,” – ამ წერილით ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი საზოგადოებრივი მისაღების გახსნას, რომელსაც სოფო ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისთვის საზოგადოებასთან კომუნიკაცია უმთავრესია.
ძალიან მიხარია, რომ სოფო ჯაფარიძემ ენმ-თან ერთად გახსნა ჩემი მისაღები ოფისი.
მე ძალიან მაინტერესებს ხალხის აზრი. ჩვენი ხალხით ვცხოვრობ, ვიძინებ და ვიღვიძებ.
სოფო უნიჭიერესი, უმაგრესი მებრძოლი და ქვეყნის დიდი პატრიოტია.
მოკლედ, თქვენი იმედი მაქვს! – წერს სააკაშვილი.
არჩევნების წინ მესამე პრეზიდენტი მოქმედებაზე გადავიდა – სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები გაიხსნა. სააკაძის დაღმართზე, ახალ სივრცეში ელოდებიან ყველას – განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველას, ვისაც სურს, პატიმარ პრეზიდენტს საკუთარი ხმა მიაწვდინოს.