ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ორბანის ვიზიტი საქართველოში – რაზე ისაუბრეს პუტინის მოკავშირემ და ღარიბაშვილმა

საქართველო და უნგრეთი ევროპის ყველაზე კრიტიკულ ტანდემს ქმნიან. ვიქტორ ორგანის სამდღიანმა ვიზიტმა დაადასტურა, რომ მის მთავრობასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გავრცელდება. ფაქტია, რომ უნგრეთი იქნება ბრიუსელის მთავარი კრიტიკოსი თუ საქართველო კვლავ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. სანაცვლოდ ბუდაპეშტი თბილისისგან მიიღებს საჯარო მხარდაჭერას ლიბერალური ევროპული ღირებულებების კრიტიკაში. ვიქტორ ორბანმაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც ფაქტობრივად დაადასტურეს საკუთარი ღირებულებითი და გეოპოლიტიკური პოზიცია, როდესაც ქრისტიანულ მმართველობაზე ერეკლე მეორის სასახლეში ისაუბრეს.

იტვირთბა....