ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისრაელის ერთიანი მთავრობა ვერ შეგვაკავებს – ამ თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით” – “ჰამასი”

“ჰა­მა­სი“ აცხა­დებს, რომ ის­რა­ე­ლის ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის მთავ­რო­ბა, რომ­ლის შექ­მნის შე­სა­ხე­ბაც ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მათ ბრძო­ლას ვერ შე­ა­კა­ვებს.

“ეს ვერ დაგ­ვა­ში­ნებს და შეგ­ვა­კა­ვებს. ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­ზა­დე­ბო­დით ამ თავ­დას­ხმის­თვის. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მებ­რძო­ლე­ბი მრა­ვა­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ემ­ზა­დე­ბი­ან ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი ბრძო­ლე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და “ჰა­მა­სის“ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა, მუ­ჰა­მედ ნა­ზალ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, შა­ბათს “ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმა და­ი­წყო, რა­საც ის­რა­ელ­მა ღა­ზას სექ­ტორ­ზე სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბით უპა­სუ­ხა. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია ის­რა­ე­ლის 1 300-მდე მო­ქა­ლა­ქე და 1 200-ზე მეტი პა­ლეს­ტი­ნე­ლი.

გუ­შინ, ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ და “ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის” ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბენი გან­ცმა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა და ოპო­ზი­ცია სა­გან­გე­ბო მთავ­რო­ბი­სა და ომის კა­ბი­ნე­ტის შექ­მნა­ზე შე­თან­ხმდნენ.

იტვირთბა....