“სანამ ამერიკა არსებობს, ისრაელს არასდროს მოუწევს თავის მარტო დაცვა” – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა.
“გზავნილი, რომელიც მე ისრაელს ჩამოვუტანე, არის შემდეგი – თქვენ შეიძლება საკმარისად ძლიერი იყოთ, რომ თავად დაიცვათ საკუთარი თავი, მაგრამ სანამ ამერიკა არსებობს, თქვენ ამის გაკეთება არასდროს მოგიწევთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით” – თქვა ბლინკენმა.