“ჰამასი განადგურდება ისე, როგორც ISIS-ი განადგურდა” – ამის შესახებ ისრაელი პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა.
“პრეზიდენტი ბაიდენი აბსოლუტურად სწორია, როდესაც ჰამასს უაღრესი ბოროტება უწოდა. ჰამასი არის ISIS-ი და როგორც ISIS-ი განადგურდა, ისევე განადგურდება ჰამასიც. ამასთან ერთად, ჰამასს უნდა მოვეპყროთ ისე, როგორც ISIS-ს ვეპყრობოდით. ისინი უნდა მოკვეთილები იყვნენ ერთა საზოგადოებიდან, არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ და არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს. ისინი, ვინც ამას გააკეთებენ, სანქციები უნდა დაუწესდეთ” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.