იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი – აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“2018 წელს „გაერთიანებულმა ოპოზიციამ – ძალა ერთობაშია“, გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია“, რომლის შედეგად ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში. შესაბამისად, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას იმიტომ, რომ არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი” – განაცხადა ვაშაძემ.