“ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის „ჰამასს“, წვრთნებს უტარებდა, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები” – აღნიშნულის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჰამასი“ არის ტერორისტული ჯგუფი, თავისთავად, ისინი ვერ განახორციელებდნენ ამ თავდასხმას დაფინანსების, ლოჯისტიკური მხარდაჭერის თუ სხვა ხელშეწყობის გარეშე ირანისგან. ირანს პირდაპირი ვალდებულება აკისრია „ჰამასის“ შესაძლებლობებზე, ისევე როგორც იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს ამ თავის შესაძლებლობებს, ესეც ირანის პასუხისმგებლობაა. ირანი შეიარაღებას აწვდიდა და აწვდის „ჰამასს“, წვრთნებს უტარებდა მათ, რომ გაეძლიერებინა მათი ადამიანის მკვლელი უნარები. ისინი როგორც ღიად, ასევე დახურულად, კერძოდ და საჯაროდ აგროვებდნენ დაფინანსებას. ჩვენ ომში ვართ, ტერორიზმთან ომში, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ძალები დღეს უკვე მუშაობენ ისრაელის სამოქალაქო პირების დასაცავად. ასევე, ჩვენი უკანასკნელი ძალისხმევით დავაზიანეთ ტერორისტების ინფრასტრუქტურა, რომ მათ ვეღარ შეძლონ ისრაელისთვის ზიანის მიყენება. ეს თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკას და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა“ – განაცხადა ისრაელის ელჩმა.