ისტორიული ქვეყნები, ტრადიციებით და ქრისტიანობით ამაყები, ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
“ძნელია არ დააფასო ორბანის მხარდაჭერა, ვინაიდან ის არის ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნის ლიდერი და რაც არ უნდა იყიყინოს ოპოზიციამ, რომ ის რუსეთთან თანხვედრაშია და პრობლემები აქვს შინ და გარეთ, მოდი ესე ვთქვათ, რამდენჯერ გაიმარჯვა ორბანმა და გახდა ლიდერი საკუთარი ქვეყნის?! უნგრეთი არის შუაგულ ევროპაში, ძირძველი ქვეყანაა, ძირძველი ისტორიის, იცით რა გარემოცვაშია და ხალხი რომელიც უნგრეთში ცხოვრობს, აკეთებს გააზრებულ არჩევანს. შესაბამისად, შიგნით არ აქვს არანაირი პრობლემა. გარეთ შეიძლება ორბანს ისეთივე პრობლემა ჰქონდეს, როგორიც ჩვენ გვაქვს. არიან ადამიანები, ლიბერალური დაჯგუფებები, მათ შორის პოლიტიკაში, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამ ნარატივებს ავითარებენ, რადგან სურთ, ყველა მათ დაკრულზე ცეკვავდეს და ეს ასე არ გამოვა! ისტორიული ქვეყნები თავის ტრადიციებით და ქრისტიანობით ამაყები, ვერ იცეკვებენ ვერავის დაკრულზე, რამდენადაც ავტორიტეტული და მაღალი თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ ისინი ევროკავშირსა და მთელ სამყაროში” – განაცხადა ოდიშარიამ.