კახეთში უბედურ შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუის ტყეში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ტყეში მეგობართან ერთად სანადიროდ იყო წასული რა დროსაც ერთ-ერთ იქ მყოფს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და დაიჭრა. მიღებული ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.