ირანის მხარდაჭერის გარეშე „ჰამასი“ ვერ შეძლებდა უპრეცედენტო თავდასხმებს ისრაელის ტერიტორიაზე – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
“ჩვენ ჯერ არ გვაქვს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ირანმა კონკრეტულად და ოპერატიულად დაუჭირა მხარი „ჰამასის“ ამ თავდასხმას, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, „ჰამასი“ ვერ შეძლებდა ამ უპრეცედენტო თავდასხმების განხორციელებას ისრაელის ტერიტორიაზე“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.