გაერო-ში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, ღაზიდან 338 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.
“გასული 24 საათის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა 30 პროცენტით გაიზარდა, რაც სულ 338 934-ს შეადგენს, რომელთაგან ორი მესამედი თავს გაერო-ს ეგიდით მოქმედ სკოლებში აფარებს“ – ნათქვამია გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის განცხადებაში.