ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც დღეს ისრაელს ეწვევა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს შეხვდება. ინფორმაციას BBС-ი პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის გენერალურ მდივანზე, ჰუსეინ ალ-შეიხზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელში გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.