ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1 300-ს მიაღწია – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თავდასხმის დროს გატაცებული და ღაზას სექტორში გადაყვანილი, დაახლოებით, 150 ადამიანის ბედი ჯერჯერობით კიდევ გაურკვეველია.

„ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაშავებულია დაახლოებით 3 300 ადამიანი, მათ შორის 28 კრიტიკულ მდგომარეობაშია, 350-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ღაზას სექტორში ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....