ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის” – საქართველოში ისრაელის ელჩი

“4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის” – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

“კფარ აზა გახლავთ მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან ახლოს. 4 ბავშვს მოაჭრეს თავი. მანამდე აიყვანეს ტყვედ 1000-კაციანი კიბუცი. ჩვენ ვნახეთ როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვხატო ჩვენი გრძნობები მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები იმიტომ, რომ ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. ჰამასი და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ჰამასის რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო” – აღნიშნა ელჩმა.

იტვირთბა....