ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა მის მეგობარ ორბანს, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა” – ბუჩუკური

“პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა მის მეგობარ ორბანს, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა” – აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

“როგორც ჩანს, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ. სერიოზულ ნოტაზე რომ გადავიდეთ, მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით და ვკითხავ ჰქონდა თუ არა მის მეგობარ ორბანთან საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლების, ყოფილი თანამდებობის პირების, კრიმინალების, როგორებიც არიან ოდიოზური ფიგურები ადეიშვილის, კოდუას თუ მისთანანის, საქართველოსთვის გადმოცემაზე, მოგეხსენებათ, რომ ორბანის მთავრობამ სწორედ მათ მიანიჭა თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი. ხელისუფლებას რომ ჰკითხო ამ საკითხზე არამხოლოდ უკრაინასთან აქვს პრეტენზიები, არამედ პაპუაშვილი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა და ეს პრეტენზია ჰქონიათ ევროკავშირთან კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით”- განაცხადა ბუჩუკურმა.

იტვირთბა....