ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნისთვის – მედია

მედიის ინფორმაციით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ფოკუსირებული ვართ ამ საკითხზე, კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც მედია წერს, სალივანს მეტი დეტალი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ „ოპერატიულ უწყებებს შორის“ დისკუსიები მიმდინარეობს.

იტვირთბა....