14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია. 4-დღიანი ძებნის შემდეგ ასიმ ასლანოვი სამართალდამცველებმა აიყვანეს და მისთვის წაყენებული რამდენიმე ბრალი უვადო პატიმრობასაც კი ითვალისწინებს – მაგრამ დასრულდება თუ არა ამით გამოძიება?!
უფლებადამცველები მშობლებისა და პედაგოგების დაკითხვას და პასუხისგებაში მიცემასაც მოითხოვენ. გაგრძელდება თუ არა ძიება ამ მიმართულებით და დაისჯება თუ არა ვინმე 14 წლის ბავშვი იძულებით გათხოვების გამო?