ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინ დგას „ჰამასის“ უკან? პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს” – ზელენსკი

“რუსეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც „ჰამასის“ უკან დგას”, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ­ ბუქარესტში რუმინელ კოლეგა კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ზელენსკის თქმით, პასუხი კითხვაზე, ვინ დგას “ჰამასის” უკან, მარტივია და უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ეს რუსეთია.

ვინ დგას „ჰამასის“ უკან? ვფიქრობ, პასუხი საკმაოდ მარტივია: ის, ვინც მათ მხარს უჭერს. შეგვიძლია ვნახოთ – მხარს უჭერს საჯაროდ, მხარს უჭერს იარაღით, ეს ხომ ერთი დღე არ არის, ეს დიდი ხანია ხდება.

ვფიქრობ, აქ შეიძლება ფართო პასუხი იყოს, რომელიც თავად შეგიძლიათ იპოვოთ. ასევე სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ ნახოთ, ვინ იძლევა შესაბამის სიგნალებს. ვთვლით, რომ რუსეთი ერთ-ერთია მათგან, ვინც ეხმარებოდა და ასეთი შესაბამისი ნაბიჯების უკან დგას”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აქამდე უკრაინის პრეზიდენტმა ნატო-ს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელში „ჰამასის“ ტაქტიკა ისეთივეა, როგორც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის უკრაინის წინააღმდეგ იყენებს.

იტვირთბა....