ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არტილერიამ უკვე საპასუხო ცეცხლი გახსნა – ისრაელის ელჩი საქართველოში

„არტილერიამ უკვე საპასუხო ცეცხლი გახსნა,“ – ეს განცხადება ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა „დღის ამბებთან“ განაცხადა.

ელჩის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაბომბვა დაიწყო, ისრაელმა საარტილერიო ცეცხლი გახსნა.

ვიღებდი ინფორმაციას, რომ თელ-ავივსა და აშკელონში ბოლო 20 წუთის განმავლობაშიც ისმოდა სროლის ხმა, როგორც ჩანს, ეს ლიბანიდან იყო ნასროლი. არტილერიამ უკვე საპასუხო ცეცხლი გახსნა. ასევე გუშინ გვქონდა რამდენიმე ინციდენტი ჩრდილოეთ საზღვართან.
ძალიან ბევრი ადამიანია ტრავმირებული. ბევრი ადამიანი, ვინც თავის თავზე გამოსცადა ჰამასის ტერორისტული შეტევები. მე დიპლომატი ვარ, მაგრამ ვარ ასევე ჩვეულებრივი მოქალაქე ჩემი ქვეყნის და ასეთი ბრუტალური, მკაცრი, არაადამიანური შეტევის ხილვა ძალიან რთულია. სამწუხაროდ, როცა ასეთი მაღალი რაოდენობაა დახოცილების, როდესაც მათ სახეებს ვხედავთ და მიმდინარეობს იდენტიფიცირება, სამწუხაროდ, ბევრ ნაცნობს ვნახავთ მათ შორის.

ასეთი რამ მხოლოდ ჰოლოკოსტის პერიოდში ხდებოდა, მაგრამ არის დიდი განსხვავება მეორე მსოფლიო ომსა და დღევანდელ ვითარებას შორის. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს დიდი შოკი და თავდასხმის დიდი მასშტაბისა, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი, დავიცავთ ჩვენს მოქალაქეებს.

ბევრი კითხვა გაჩნდა – როგორ მოხდა, გვექნება დრო, რომ პასუხები გავცეთ, ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა,“ – ამბობს ელჩი.

იტვირთბა....