ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება“ – თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე, ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ დასკვნას განიხილავენ და შესაბამის ნაბიჯს გადადგამენ.

„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იტვირთბა....