ჰამასის პოლიტბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს განცხადებით, საომარი მოქმედებების დასრულებამდე დაჯგუფება არ გამართავს მოლაპარაკებას ისრაელთან მძევლების შესახებ.
„ჩვენ ვაცნობეთ ყველა მხარეს, ვინც მოგვმართა მტრის ტყვეებთან დაკავშირებით, რომლებიც წინააღმდეგობის ზონაში დააკავეს, რომ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება საომარი მოქმედებების დასრულებამდე“, – აღნიშნა მან.
ისრაელის მონაცემებით, ჰამასის ტყვეობაში 100-დან 150-მდე ადამიანია.