ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ირაკლი ეძგვერაძემ თავისი პირადი პრობლემები გაარკვიოს თვითონ, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია“ – ზარნაძე გლდანის თავდასხმაზე

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, კოტე ზარნაძემ ენმ-ს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რაიმე ფაქტი არსებობს იმისა, რომ მე უნდა დავებარებინე?! რახან ირაკლი ეძგვერაძე ყვირის, მაგიტომ?! სიგიჟეა, სისულელეა, მე ნებისმიერ დროს მზად ვარ. ის, რომ საკრებულოს დარბაზში ყოფილა რაღაც გარკვეული სახის დაპირისპირება, ამას არასდროს არ დაუტოვებია საკრებულოს კედლები, არასდროს.

[ვიდეო ჩანაწერები ნახეთ?] მე ვჩანვარ იქ? მე რა ვიცი, ვინ ყვირიან. ის, რა ფაქტიც მოხდა გლდანში, ეს ყველაზე მეტად აწყობდა „ნაციონალურ მოძრაობას“. ლევან შუკაკიძეს ვიცნობ კი, არა მარტო ლევან შუკაკიძეს, არამედ გლდანის რაიონში მაცხოვრებელ ადამიანების 90%-ს ვიცნობ. ირაკლი ეძგვერაძემ თავისი პირადი პრობლემები გაარკვიოს თვითონ, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და არც აქვს“, – განაცხადა ზარნაძემ.

შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოპოზიციონერებს გლდანში თავს დაესხნენ.
ამას წინ უძღოდა დაკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება ზარნაძესა და ეძგვერაძეს შორის.
თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი. ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....