„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ენმ-ს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„რატომ გაილახა ეძგვერაძე, იცის ეძგვერაძემ ყველაზე კარგად. შეგიძლიათ ჰკითხოთ და მიიღებთ მისგან პასუხებს. მე ვიცი, რატომ გაილახა, იმიტომ, რომ მოიქცა ისე, როგორც არ უნდა მოქცეულიყო. ქუჩის ბიჭები როგორც იქცევიან ისე არ უნდა მოქცეულიყო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძე.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ოპოზიციონერებს გლდანში თავს დაესხნენ. მათზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი. ისინი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

