ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს“ – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ჩემი მეგობრის შვილი არალეგალად 8 წელი იყო, დეპორტი ჩაურტყეს და რა თანხაც ჰქონდა, აეროპორტში ჩამოართვეს.

სტუდენტები იმისთვის სწავლობენ, რომ ქვეყნიდან წავიდნენ. ექთანი ხელფასის სახით 300-500 ლარამდე იღებს, ექიმები საერთოდ აღარ არიან, ყველა მიდის.

აუცილებლად დადგება მომენტი, როცა ქვეყნის დაცვა საზოგადოებამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს. ხალხი მხოლოდ მთავრობის იმედზე ვერ იქნება. რუსული სამყარო რაც უფრო მეტად გვითრევს, მით უფრო დიდი ქაოსი იქნება. ჩვენ, საზოგადოებას ეს არ გვსურს – ასეთია რუსული МИР-ის თამაშის წესები.

რა არის ევროპა? – ქუჩაში ელემენტარული წესრიგი, უსაფრთხოება ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

რა არის რუსეთი? – არეულობა, ძალადობა, სისასტიკე, ქურდული წესრიგი.

თუ მთავრობა წესებს არღვევს, წესრიგი ხელში საზოგადოებამ უნდა აიღოს.

მთავრობა ლეგალურობის ველიდან გასულია და როგორც ციხიდან ლაზარე გრიგორიადისმა სწორად თქვა: “ქვეყანა ეკუთვნის საზოგადოებას და მან უნდა აიღოს ხელში საკუთარი თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის საკითხებიც”, – წერს ის.

იტვირთბა....