The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანებას განიხილავს.
როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამის მიზანი კონგრესის მიერ კიევისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების ალბათობის ზრდაა.
ამასთან, WP-ი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ერთ-ერთ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მოხსნის ულტრამემარჯვენე კონგრესმენების წინააღმდეგობას, რომლებიც უკრაინისთვის დახმარების ზრდას არ ეთანხმებიან, მაგრამ ისრაელის მხარდაჭერას ემხრობიან.