ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ირანის უზენაესი ლიდერი უარყოფს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში ირანის მონაწილეობას

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ათ ოქტომბერს უარყო ირანის ჩარევა „ჰამასის“ მოულოდნელ იერიშში ისრაელზე, მიუხედავად იმისა, რომ თეირანი დიდ მხარდაჭერას უწევს პალესტინელთა გასამხედროებულ გაერთიანებას. იერიში განხორციელდა შაბათს, 7 ოქტომბერს.

„სიონისტური რეჟიმის მომხრეებმა და ზოგიერთმა პირებმა უზურპატორულ რეჟიმში [ისრაელი] გასულ ორ-სამ დღეში გაავრცელეს ხმები, მათ შორის იმის შესახებ, რომ ისლამური ირანი იყო ამ მოქმედების უკან. ისინი ცდებიან“, – განაცხადა ხამენეიმ სამხედრო აკადემიაში გამოსვლისას, იტყობინება AFP.

Reuters-ის თანახმად, ამასთან, ალი ხამენეი მიესალმა, როგორც თვითონ უწოდა, ისრაელის „გამოუსწორებელ“ სამხედრო და სადაზვერვო მარცხს

იტვირთბა....