„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ეხმაურება.
„ლაზარეს პროცესზე, მოწმე პოლიციელს:
– არ ახსოვს თვითონ სად იდგა
– არ ახსოვს სად იდგა ლაზარე
– არ ახსოვს რა ‘პოლიციური საშუალებები’ გამოიყენა პოლიციამ (თუმცა ახსოვს რომ გამოიყენა)
– არ იცის რა შემაღლებულ ადგილზე იდგა ლაზარე (მეორე პოლიციელმა თქვა)
– არ ახსოვს ზუსტად რამდენი ფოტო აჩვენეს, რომლებიდანაც ლაზარე ამოიცნო
– არ ახსოვს არცერთი სხვა ადამიანი ვინც, როგორც ამბობს, ისროდა მოლოტოვს (თუმცა ახსოვს რომ ბევრი ისროდა)
– სხვაც არაფერი ახსოვს ან იცის
სამაგიეროდ დეტალებში ახსოვს:
– ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები
– შარვლის და ჰუდის ფერი
– რამდენ მეტრში იდგა მისგან ლაზარე
– როგორ დაინახა მისი სახე როცა ლაზარემ პირბადე ჩამოიწია ნიკაპამდე
ვერ აბამენ ამ ბიჭს მოლოტოვს და ისევ პოლიციელების სტანდარტულ ცრუ ჩვენებებს მიადგნენ“, – წერს ის.
შეგახსენებთ, ლაზარე 7-8 მარტის დემონსტრაციების მერე დააკავეს. მას სამართალდამცავებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, თუმცა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მამის დაჭრის გამო მიუსაჯეს.

