ახალი ამბები მთავარი სამართალი

„საგამოძიებო სამსახურმა პატიმრის გარდაცვალების საქმეზე ინსპექტორი ამხილა“ – რა ინფორმაცია ვრცელდება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული.

უწყების თქმით, 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....