ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„2024 წლის საარჩევნო ყულაბა ქართული ოცნებისთვის 200 მლნით ივსება“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს წევრი, რეზო ხარაზი, ბათუმში, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი 200 მლნ ლარის მიზანშეწონილად ხარჯვის შესახებ ისაუბრა.

ხაზარის თქმით, არ არის კონკრეტული მითითებული, თუ სად და რაში დაიხარჯება ეს თანხა.

მას მიაჩNია, რომ „2024 წლის საარჩევნო ყულაბა ქართული ოცნებისთვის 200 მლნით ივსება“.

„როცა ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებით გარბიან, როცა 5000 – ზე მეტმა ბავშვმა დატოვა ჩვენი ქვეყანა, როცა 40 000 სოციალური შემწეობის მომლოდინე ადამიანი გვყავს ბათუმში, ამ დროს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პირადი მოურავები ღარიბაშვილი და რიჟვაძე გეგმავენ ბიუჯეტიდან 200 მილიონის მოპარვას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ (მუნიციპალური განვითარების ფონდი) შემუშავებული იქნა ახალი ე.წ კურორტების განვითარების ერთ მილიარდიანი პროგრამა, საიდანაც მაგალითად ქალაქ ბათუმზე გამოიყო 200 მილიონი ლარი აღნიშნული პროგრამის შესახებ ინფორმაცია თავიდანვე გასაიდუმლოებული იყო და დღემდე ბუნდოვანია.

უფრო მეტიც, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში (nat230015286) უკონკურენტოდ, მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა შპს საბა კონსტარქშენმა მიიღო მონაწილეობა და მოიგო. ამ კომპანიას ავანსის სახით 60 მილიონი ლარი უკვე გადაერიცხა. შპს საბა კონსტრაქშენი
დაკავშირებულია ,,ქართულ ოცნებასთან“ მას აჭარაში 300 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაო აქვს მიღებული ამ კომპანიას უკავშირდება ,,გმირთა ხეივნის“ გაჭიანურებული და კორუფციული პროექტი ასევე ეს კომპანია მოხვდა 2023 წლის გამოქვეყნებულ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობასთან დაკავშირებით. ასევე ეს კომპანია წლებია ახორციელებს დაბა ჩაქვში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ივანიშვილის ხელისუფლების მხილებას. ბათუმელებმა უნდა იცოდნენ სად და როგორ იხარჯება მათზე გამოყოფილი 200 მილიონი ლარი.“- განაცხადა რეზო ხარაზმა.

იტვირთბა....