ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ტერორისტებმა უდანაშაულო მოქალაქეები დახვრიტეს, ქალების ცხედრები ქუჩებშია მოფენილი“ – გილად ერდანი

გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა, ისრაელში ტერორისტების სისასტიკეზე ისაუბრა.

„ეს არის ისრაელის 11 სექტემბერი და ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ვაჟები და ქალიშვილები სახლში დაბრუნდნენ. ისრაელმა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა და მსხვერპლის რიცხვი კატასტროფულია, მართლაც გაუგებარი. ისრაელზე ჰამასის მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ ბოლო 2 დღის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ასობით ადამიანი შეეწირა, დაუნდობელმა ტერორისტებმა ქუჩებში დახვრიტეს უდანაშაულო ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები, კლავდნენ ყველაფერს რაც მოძრაობდა, ყველაფერი. მე მხოლოდ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, უბრალოდ შეხედეთ ამ ფოტოს ქალების ცხედრები მოფენილია ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე მოფენილი, უდანაშაულო მოკლული ცივ სისხლში ეს ცხოველების მსგავსი ტერორისტები შეიჭრნენ სახლებში, შეკრიბეს მთელი ოჯახები ოთახებში და დახვრიტეს ისინი თითქოს მწერებს ურტყამდნენ“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....