ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ბულგარეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დააბრუნა 90 მოქალაქე.
რუმინეთის საგარეო უწყების თქმით, ქვეყანაში ისრაელიდან წარმატებით დააბრუნა 346 მოქალაქე.
ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც.
შეგახსენებთ, ჰამასი ისრაელს თავს 7 სექტემბრის დილას დაესხა. ამ დრომდე დაღუპულთა რაოდენობამ 1 100-ს გადააჭარბა.