გაერო-ს უშიშროების საბჭოზე ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, „ბოლო დღეები ისრაელის თითოეული მოქალაქისთვის დამანგრეველი იყო. ისრაელზე განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა. მსხვერპლის რაოდენობა კატასტროფულია. ეს ისრაელის 11 სექტემბერია“.
„საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი გაეროს და უშიშროების საბჭოს სამწუხაროდ მოკლე მეხსიერება აქვს, როდესაც საქმე ისრაელს ეხება, ტერორს, რომელიც ისრაელზე ხორციელდება მალე ივიწყებენ, მაგრამ ასე აღარ იქნება. ჩვენ არ მივცემთ მსოფლიოს უფლებას, დაივიწყოს ის სიმხეცე, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა. ჰამასთან მოლაპარაკება დასრულდა, მისი ინფრასტრუქტურა საბოლოოდ უნდა განადგურდეს“, – განაცხადა ელჩმა.