ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„იმპიჩმენტის პროცესი ემსახურება სალომე ზურაბიშვილის გულწრფელ ოპოზიციონერად წარმოჩენას, რაც აწყობს ბიძინა ივანიშვილს“ – ცოტნე კობერიძე

„მეტრონომი“ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთ ლიდერს, ცოტნე კობერიძეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე ესაუბრა, რომელიც რამდენიმე დღეა, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.

კობერიძის თქმით, ეს პროცესი მასკარადია და ქოცი მოსამართლეები განიხილავენ ქოცების ბრალდებას.

მანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესი ემსახურება სალომე ზურაბიშვილის გულწრფელ ოპოზიციონერად წარმოჩენას,რაც ჩემი აზრით, აწყობს ბიძინა ივანიშვილს.

[su_quote] მე ვთვლი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერთგვარი მასკარადია. ეს სცენარი ემსახურება ადამიანებში განცდის გაჩენას, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, პოლიტიკოსები, რომლებიც არეულობის გამოწვევას ცდილობენ.

„ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, პოტენციურად ეს შეიძლება იყოს გახარია და სხვა ყოფილი ქოცები, სინამდვილეში არიან ნაცები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები.

ამდენად, „ოცნების“ მიზანია, დახატოს სურათი, რომ ან მათ ბანაკში ხარ, ან ხარ რადიკალური ოპოზიციის მხარეს.

ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცესი ემსახურება სალომე ზურაბიშვილის გულწრფელ ოპოზიციონერად წარმოჩენას,რაც ჩემი აზრით, აწყობს ბიძინა ივანიშვილს. ეს ხელს აძლევს მხოლოდ მას და არცერთ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს.

საერთოდ, ეს არის სასამართლო, სადაც ქოცი მოსამართლეები განიხილავენ ქოცების ბრალდებას. [/su_quote]

– განაცხადა ცოტნე კობერიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....