ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარ ტერაქტს “აღმაშფოთებელს” უწოდებს

თურქეთში მომხდარ ტერაქტს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და თურქ ხალხს უსამძიმრებს.

“სრულიად აღმაშფოთებელი სახე მიიღო ტერაქტების სერიამ, რომელიც უკანანსკნელ ხანს თურქეთს დაატყდა თავს. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მწუხარებას. იმედს გამოვთქვამ, რომ თურქი ხალხი გამონახავს ძალას და გაუკმლავდება ამ განსაცდელს. დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთის მთავრობა ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად საერთო ძალისხმევით შეაჩერებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ ამ უსასტიკეს დანაშაულს”, – ნათქვამია პრემიერმინისტრის განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით. სტამბოლში მომხდარ ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 36. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ანკარაშიც მოხდა ტერაქტი, რომელმაც 37 ადამიანი იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთულმა სამხედრო დაჯგუფებამ TAK-მა აიღო

იტვირთბა....