ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის საბჭოურ ჭაობში ჩარჩენას და ჩატოვებას

„ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის 1990-იან წლებში დაბრუნებას და კიდევ უფრო უარეს, საბჭოურ ჭაობში ჩარჩენას და ჩატოვებას,“ – ასეთი განცხადება   “ეს შენ გეხებას!” აქციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა  ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა.

პოლიტიკოსმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან ერთად გააპროტესტა.

„ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა, ხელისუფლებამ უნდა გაათმაგოს ძალისხმევა, რომ დაკავებული იქნენ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენები,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს აქცია  სახელწოდებით „ეს შენ გეხება“ გაიმართა. კამპანიის წევრმა NGO-მა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უკანმონო თვალთვალსა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება გააპროტესტეს.

იტვირთბა....