გორთან ავტობანზე ორი ავარია მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა, რა დროსაც მას უკნიდან მანქანა შეეჯახა. მომხდარის შესახებ formulanews.ge წერს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.
შემთხვევის ადგილზე მისულ პატრულს კი, კიდევ ერთი მანქანა შეეჯახა. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება.