ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ – მზადება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის

ირაკლი კობახიძე და 4 დეპუტატი ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” პოზიციის დამცველები იქნებიან. მმართველი პარტიის თავმჯდომარე პირადად მიემგზავრება ბათუმში, რომ მოსამართლეებს წარუდგინოს არგუმენტები, რომლებითაც მმართველი პარტია თავისივე არჩეული პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვს.

“ოცნებაში” ხისტად საუბრობენ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლის ჩანაწერზე, რომლითაც პრეზიდენტს საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მთავრობის ნებართვა სჭირდება. მაგრამ არაფერს ამბობენ ქვეყნის მთავარი კანონის სხვა ჩანაწერებზე, რომლებიც პირდაპირ მოითხოვს მოქმედებას ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. მმართველ პარტიაში არც იმის აღიარება სურთ, რომ იმპიჩმენტის წამოწყება წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის დამოუკიდებლობით გაღიზიანებულმა პოლიტიკურმა კლანმა მიიღო.

იტვირთბა....