ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პასუხგაუცემელი კითხვები შოვის ტრაგედიის საქმეში – რა ეტაპზეა გამოძიება

შოვის ტრაგედიიდან ორი თვის თავზე კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები – შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის მასშტაბების შემცირება და მოხდა თუ არა სტიქიურ უბედურებაზე დროული რეაგირება. გამოძიების შედეგებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს. ტრაგედიიდან ორი თვის შემდეგაც კი გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ სამაშველო ვერტმფრენი სტიქიის ზონაში დაგვიანებით არ ჩასულა და სამაშველო ოპერაცია არ შეფერხებულა. გამოძიების ეფექტიანად ჩატარების მოთხოვნით დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. უფლებადამცველები საქმის მასალების გადმოცემასაც მოითხოვენ.

იტვირთბა....